- ენდოცერვიციტი
- საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი, გონოკოკი, ვირუსი, კანდიდები. ენდოცერვიციტის განვითარებაში მნიშვნელობა აქვს საშვილოსნოს ყელის ჩახევებს, რომელიც ჩნდება მშობიარობის, აბორტების და სასქესო სისტემის სხვა ნაწილების დაავადებების დროს. მწვავე სტადიაში, ავადმყოფები უჩივიან ლორწოვან-ჩირქოვან ან ჩირქოვან გამონადენს, ზოგჯერ მქაჩავ ტკივილს მუცლის ქვედა ნახევარსა და წელის არეში. ტემპერატურის მომატება, ძირითადად, არ აღინიშნება. ქრონიკულ სტადიაში, ავადმყოფი არაფერს არ უჩივის. იშვიათად აღინიშნება ლორწოვანი ხასიათის გამონადენი სასქესო გზებიდან. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობისას საშვილოსნოს ყელი ჰიპერტროფირდება, ხშირად ვითარდება ფსევდოეროზიები.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.